img
img

სარეკლამო რგოლი

ხარისხიანი სარეკლამო რგოლი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, მიიპყროთ პოტენციური კლიენტების ყურადღება და წარადგინოთ თქვენი პროდუქცია, ან მომსახურება. იმისათვის, რომ შევქმნათ ხარისხიანი სარეკლამო აუდიო რგოლი, ჩვენ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ.

ავტომოპასუხე

სატელეფონო ავტომოპასუხე ამარტივებს კომუნიკაციას კომპანიასა და მომხმარებელს შორის. ავტომოპასუხის მეშვეობით ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს იმ ძირითად ინფორმაციას, რომლის მისაღებადაც ოპერატორის დახმარება საჭირო არ არის.

ვიდეო გახმოვანება

ჩვენ ვიცით, როგორი უნდა იყოს იდეალური გახმოვანება ვიდეო რგოლისთვის. შეგირჩევთ საუკეთესო ხმის ავტორს, ჩავწერთ მოცემულ ტექსტს და ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე დაგიმონტაჟებთ.

აუდიო წიგნი

ბოლო წლებში, აუდიო წიგნები საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგან ბევრ ადამიანს წიგნის წასაკითხად დრო არ რჩება. ამიტომ, აუდიო წიგნი იდეალური საშუალებაა, რომლითაც თქვენს მხატვრულ, ან შემეცნებით ნაწარმოებს ფართო აუდიტორიას გააცნობთ.

სარეკლამო რგოლის ტექსტი

სარეკლამო რგოლის ეფექტურობის 80% მის შინაარსობრივ ნაწილზე მოდის. აუდიტორიას განსხვავებული ამბები და ფრაზები ამახსოვრდება. ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ კრეატიული ტექსტი სარეკლამო რგოლისთვის.

თარგმნა

სარეკლამო ტექსტის თარგმნისას, აუცილებელია შინაარსობრივი ნაწილი სწორად გადმოვცეთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომია მხოლოდ აუდიო ფაილი. ამ შემთხვევაში, ჯერ ტექსტი უნდა გაიშიფროს, შემდეგ დარედაქტირდეს, ბოლოს კი ითარგმნოს.

შეკვეთის პროცესი

01

მომსახურების შეკვეთა

შეკვეთის დაწყებისთვის, ხმების ბაზიდან ვირჩევთ სასურველ ხმას და, საიტზე ჩაშენებული კალკულატორის საშუალებით, ვითვლით მომსახურების საფასურს.

02

შეკვეთის გაგრძელება

ხმის ავტორის შერჩევის შემდეგ, შეკვეთის გაგრძელებისთვის, გამოგვიგზავნეთ ჩასაწერი ტექსტი, არჩეული ხმის ავტორის ნომერი და თქვენი ორგანიზაციის რეკვიზიტები ელ. ფოსტის მისამართზე info@voices.ge

03

ინვოისი

ამის შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდებით ხმის ავტორს და დავიბარებთ ჩაწერაზე სტუდიაში. პარალელურად, თქვენ გამოგიგზავნით ინვოისს და ინფორმაციას, ჩაწერის ზუსტი დროის შესახებ.

04

შეკვეთის დასრულება

მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ჩაწერის პროცესს. დამუშავებულ აუდიო ფაილს შეკვეთიდან მაქსიმუმ ორი სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ.