img
img

ხმის ავტორების გამოცდილება

კომერციული რგოლის, ავტომოპასუხის, ვიდეო გახმოვანების, აუდიო წიგნისა თუ ინფორმაციული ტექსტის ჩასაწერად, აუცილებელია ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ გავაერთიანეთ ხმის ავტორები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის, კინო, თეატრი და ტელე-რადიო ინდუსტრია. ყველა მათგანი ძლიერი პროფესიონალია. კონკრეტული ამოცანისთვის ჩვენ ვირჩევთ ყველაზე შესაფერისს ავტორს. ამიტომ, ჩვენთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობს.

img

ტექნიკური ბაზა

  • მიკროფონი: NADY TCM1050 TUBE
  • მიკროფონი: Neumann U87Ai
  • მიკროფონის დამუშავება: Focusrite Voice Master Pro
  • ხმის ინტერფეისი: UAD APOLLO TWIN MKII QUAD
  • მონიტორინგი: Adam Professional Audio A8X
  • ყურსასმენი: AKG K271
  • ყურსასმენი: SENNHEISER HD280PRO
  • პროგრამუrლი უზრუნველყოფა: Magix Samplitude PRO X4 Suite
  • Midi კლავიში: Alesis QX49
  • პერსონალური კომპიუტერი: Pentium i7, RAM16GB, WIN64

img

რატომ გვენდობიან?

ჩვენი კომპანიის მისიაა უმაღლესი ხარისხის აუდიო პროდუქციის შემუშავება და წარმოება. ჩვენი სერვისების არჩევისას, თქვენ ირჩევთ სიმშვიდეს და 100%-ით გარანტირებულ შედეგს. თქვენ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995) 596 366 366. ინფორმაცია ჩვენი პარტნიორების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ "ჩვენი პარტნიორების" განყოფილებაში.

img

რატომ გვირჩევენ?

მომხმარებლები გვირჩევენ პროფესიონალიზმის, პუნქტუალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობისთვის. ჩვენი ძალისხმევის ყველაზე ძვირფასი ჯილდო მომხმარებლების კმაყოფილებაა - მადლობა თანამშრომლობისთვის!

ჩვენი მიმართულება
ჩვენი მიმართულებებია აუდიო რეკლამის წარმოება (იდეის მოფიქრებიდან, მზა სარეკლამო პროდუქტამდე), ინსტრუმენტალური ფონოგრამების და არანჟირებების დამზადება, ვოკალისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ჩაწერა. წარმოება ითვალისწინებს სრულ ციკლს: ჩაწერა, მიქსინგი, მასტერინგი.

ჩვენი პარტნიორები